ნივთის დაბრუნება

ნივთის დაბრუნება

 

პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილია ქარხნული წუნი. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი) და განაცხადი გააკეთოს შეძენიდან არაუმეტეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში. სატელეფონო ზარით დააფიქსიროს ან შეატყობინოს “შ.პ.ს სისა გრუპ-ს” ოფიციალურ მეილზე. 

 

გარდა აღნიშნული შემთხვევისა, პროდუქციის შეცვლა შესაძლებელია შეძენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯები, რომლებიც უკავშირდება პროდუქტის დაბრუნებასა და ახალი პროდუქტის მიწოდებას, სრულად ეკისრება მომხმარებელს. გაცვლისთვის აუცილებელია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი).

 

პროდუქციის შეცვლა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეინარჩუნებს სასაქონლო იერსახეს, არ იქნება დაზიანებული, გამოყენებული და წარმოდგენილი იქნება თავდაპირველ შეფუთვაში.