წესები და პირობები

წესები და პირობები

 

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმებას თქვენ — მომხმარებელსა და შპს სისა გრუპ-ის (შემდგომში „კომპანია“ ან „SISA.GE“) შორის და არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენებას, ასევე პროდუქციის შეკვეთისა და მიწოდების პროცესს.

კომპანიის მიერ მომხმარებლისგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია მუშავდება იმ წესების მიხედვით, რაც განსაზღვრულია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

როდესაც ეთანხმებით SISA.GE-ს გამოყენების წესებსა და პირობებს, ავტომატურად ადასტურებთ თანხმობას კონფიდენციალურობისა და ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკაზეც.

ვებ-გვერდის გამოყენება და მომსახურების მიღება დაშვებულია მხოლოდ იმ პირებისთვის, ვინც ეთანხმება ქვემოთ ჩამოთვლილ წესებს და ვალდებულებებს. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან განაახლოს პირობები წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მხოლოდ SISA.GE-ზე მათი განთავსებით.


ტერმინები და განმარტებები

წესები და პირობები — აღნიშნავს დოკუმენტში მოცემულ ყველა წესი და პირობას, ასევე დამატებით პირობებს, რომლებიც ვრცელდება კლიენტის და კომპანიის ურთიერთობაზე, მათ შორის ვებ-გვერდის ფუნქციონალთან და მომსახურებასთან დაკავშირებით.

ვებ-გვერდი — გულისხმობს SISA.GE-სა და მასთან დაკავშირებულ სოციალურ ქსელებს (Facebook, Instagram, TikTok), რომლის მეშვეობითაც პროდუქცია და სერვისები გაიცემა.

მომხმარებელი / კლიენტი — ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს წესების შესაბამისად გათვალისწინებულ მოთხოვნებს და იყენებს პლატფორმას პროდუქციის შესაძენად.

კომპანია — შპს.სისა გრუპ-ი რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საიდენტიფიკაციო კოდი: 406517871), იურიდიული მისამართით: თბილისი, ავლაბარი ფერისცვალების ქუჩა 1/12

ოპერაცია — ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის შეკვეთას, ანგარიშს ან მომსახურებას.

ხელშეკრულება — მომხმარებელსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ეფუძნება წინამდებარე დოკუმენტს და მის დანართებს.


მომხმარებლის მიერ გაკეთებული განცხადებები

მომხმარებელი, ეთანხმება რა ამ წესებს, ადასტურებს, რომ:

  • არის სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან რეგისტრირებული იურიდიული სუბიექტი;
  • გააჩნია უფლება და შესაძლებლობა, თავად ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით დადოს და შეასრულოს ეს შეთანხმება;
  • მოქმედებს სუფთა ნებაზე, არ იმყოფება ზეწოლის, მოტყუების ან სხვა უკანონო ზემოქმედების ქვეშ;
  • გაეცნო პირობებს და აღიარებს მათ სამართლებრივ ძალას;
  • წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ზუსტი ინფორმაცია;
  • არ მონაწილეობს არალეგალურ საქმიანობაში;
  • არ გამოიყენებს ვებ-გვერდს უკანონო მიზნებისთვის ან მესამე პირების მოტყუებისათვის;
  • აცნობიერებს და მიიღებს პასუხისმგებლობას კოდებისა და პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე;
  • დაეთანხმება და გააზრებულად მიაწვდიან კომპანიას საჭირო ინფორმაციას შეკვეთასთან ან კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

გადახდის პირობები

  • გადახდა შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • ოპერაციებს ახორციელებს ინდ. მეწარმე „ჯაბა ხვიჩია“;
  • მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს VISA, MasterCard, American Express ბარათები ან ჩარიცხოს თანხა კომპანიის საბანკო ანგარიშზე;
  • შესაძლებელია საბანკო განვადება საქართველოს ბანკის, და თიბისი ბანკის მეშვეობით.
  • გადახდასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზებზე პასუხისმგებლობას იღებს კომპანიის მომსახურების გუნდი.

მიწოდების წესები

  • პროდუქციის მიტანა ხორციელდება "იზივეი"-ს მომსახურების მეშვეობით;
  • შეკვეთის მიწოდება ხორციელდება იმ მისამართზე, რომელიც მითითებულია შეკვეთის დადასტურებისას;
  • პროდუქტის მიღება შეუძლია მხოლოდ მყიდველს, რომელიც ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა;
  • ჩაბარება ხდება სახელის, გვარის, საკონტაქტო ნომრის წარდგენის საფუძველზე რომელიც მითითებული იყო შეკვეთის განთავსების დროს;
  • მომხმარებელმა უნდა დაათვალიეროს ამანათი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე — ამის შემდეგ პრეტენზიები არ მიიღება;
  • მიწოდება თბილისში ხორციელდება 1-2 სამუშაო დღეში, დანარჩენ საქართველოში — 2-5 სამუშაო დღეში (დამოკიდებულია ნივთის ტიპზე);
  • არასწორად მითითებული მისამართის ან კლიენტთან დაუკავშირდელობის შემთხვევაში ნივთი ბრუნდება კომპანიის საწყობში და განმეორებითი გაგზავნა აღარ ხდება;
  • მიწოდება სრულიად უფასოა საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში.

ნივთის დაბრუნება

პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილია ქარხნული წუნი. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი) და განაცხადი გააკეთოს შეძენიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის განმავლობაში. სატელეფონო ზარით დააფიქსიროს ან შეატყობინოს “შ.პ.ს სისა გრუპ-ს” ოფიციალურ მეილზე. 

 

გარდა აღნიშნული შემთხვევისა, პროდუქციის შეცვლა შესაძლებელია შეძენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯები, რომლებიც უკავშირდება პროდუქტის დაბრუნებასა და ახალი პროდუქტის მიწოდებას, სრულად ეკისრება მომხმარებელს. გაცვლისთვის აუცილებელია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ქვითარი ან საბანკო ამონაწერი).

 

პროდუქციის შეცვლა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეინარჩუნებს სასაქონლო იერსახეს, არ იქნება დაზიანებული, გამოყენებული და წარმოდგენილი იქნება თავდაპირველ შეფუთვაში.