Dioskuria – ბუნების ძალა თქვენს მკლავზე
სიმტკიცე, ინტუიცია და ელეგანტურობა ერთ სამაჯურში.
გაიცანი SISA Dioskuria — სამაჯური, რომელიც დამზადებულია ვეფხვის თვალისა და სოდალიტის ძლიერი ბუნებრივი კომბინაციით. გაფორმებულია ვერცხლის კუბითა და რგლოებით, რაც მის გარეგნობას სითბოსა და სიძლიერის შთაბეჭდილებას სძენს.
ქვების ზომა: 10მმ-იანი
ვეფხვის თვალი — ენერგიისა და თავდაჯერებულობის ქვა. სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც გეხმარება საკუთარ გზაზე მტკიცედ დადგომაში. სოდალიტი — გონების სიცხადე, ინტუიცია და შინაგანი სიღრმე.
Dioskuria აერთიანებს ამ ორ ძალას, ქმნის დიზაინს, რომელიც არა მხოლოდ ელეგანტურია, არამედ ტარებისას გაძლევს ბუნებრივი ენერგიის შეგრძნებას.
იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიძლიერეს სილამაზეში და სიმშვიდეს ენერგიაში.